თათულ აკოფიანი, სტეფანაკერტი
პირველი შთაბეჭდილებები შემთხვევის ადგილიდან
4 აპრილი. დანაკარგები
12 წლის ვაგინაკ გრიგორიანის პატარა კუბო გაზაფხულის თეთრი და წითელი ყვავილებითაა დაფარული. პირველი იანვრის დილას იგი თავის ორ ძასთან ერთად სკოლაში მიდიოდა, როდესაც აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა „გრადის“ ტიპის დანადგარიდან ცეცხლი გახსნეს.
ბიჭი სკოლისკენ, ცოდნისკენ, ზრდისკენ, გაკვეთილების შემდეგ დედასთან დაბრუნებისკენ მიმავალ გზაზე მიდიოდა, მაგრამ ვერ მივიდა. მასთან შედარებით, მის ძმებს გაუმართლათ. ერთი მძიმედ დაიჭრა და ფეხი დაკარგა, მეორე კი შედარებით მსუბუქად დაშავდა.
მთიანი ყარაბაღის რამდენიმე დასახლებლ პუნქტში ასაფლავებენ მშვიდობიან მოსახლეებსა და სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც პირველ აპრილს ყარაბაღისა და აზერბაიანის სამხედრო ძალების შეხების ზოლის მთელ პერიმეტრზე დაწყებული სამხედრო მოქმედებების შედეგად დაიხოცნენ.
აზერბაიჯანი ფართოდ იყენებს ბოლო წლებში შეძენილ არსენალს, მათ შორის რუსული წარმოების „გრადსა“ და ებრაულ უპილოტო საფრენ აპარატებს. 4 მარდაკერტის მონაკვეთზე აზერბაიჯანულმა უპილოტო აპარატმა დაარტყა ავტობუსს, რომელსაც სამოქალაქო პირები გადაყავდა. შედეგად დაიღუპა 7 ადამიანი.
ბოლო 4 დღის განმავლობაში ყარაბღის მხარემ 20 სამხედრო მოსამსახურე და 11 მშვიდობიანი მოსახლე დაკარგა. კიდევ 26 სამხედრო პირი დაკარგულად ითვლება. დაჭრილთა რაოდენობა 100-ს აღწევს. ასეთი რიცხვები წარმოადგინა მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტროს ოპერატიული განყოფილების უფროსმა, ვიქტორ არუსტამიანმა 4 აპრილს, საღამოს გამართულ პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, აზერბაიანლმა მხარემ დაახლოებით 300 ადამიანი დაკარგა.
1994 წლის მაისში დადებული ზავის შემდეგ, პირველ აპრილს აზერბაიჯანის მიერ დაწყებული შეტევა უპრეცედენტოა. აზერბაიჯანის სამხედრო ძალებმა მცირე დროში მიახერხეს სტრატეგიული მნიშვნელობის მრავალი სიმაღლის დაკავება მოახერხეს, მაგრამ სასტიკი ბრძოლების შედეგად მთიანი ყარაბაღის არმიამ ამ ობიექტების დიდი ნაწილის დაბრუნება შეძლო.
4 აპრილის მონაცემებით, მთიანი ყარაბაღის ხელმძღვანელობამ აღიარა, რომ სომხურმა არმიამ ჯერ ვერ დაიბრუნა 8 სამხედრო პოზიცია – 3 ჩრდილო აღმოსავლეთ მხარეს, მარტაკერტის, 5 კი სამხრეთ აღმოსავლეთით, გორაძინის მიმართულებით. ამ პოზიციების დაკავებისთვის ინტენსიური ბრძოლები მიმდიარეობდა.
ჩვენი მონაცემებით, ყარაბაღის არმიის წინაშე დასახული იყო ამოცანა, დაებრუნებინათ ყველა დაკარგული სამხედრო პოზიცია, მაგრამ ვიდრე ეს არ მოხდება, სამხედრო მოქმედებების შეწყვეტაზე საუბარს აზრი არ აქვს.
რა ხდება?
ამჯერად ვი დაიწყო სროლა? ვინ არის დამნაშავე? ასეთი საკითხები შეიძლება აინტერესებდეთ თეორეტიკოსებს, რომლებსსაც კონფლიქტის შესწავლა სურთ, პოლიტოლოგებს და მათ, ვინც კავკასიაში საკუთარი ინტერესებს იცავენ, მაგრამ არა მთიან ყარაბაღს მისი ას ორმოცდაათ ათასიანი მოსახლეობით, სადაც ამჯერადაც იხოცებიან მშვიდობიანი მოქალაქეები – მათ შორის სკოლისაკენ მიმავალი ბავშვები.
სამხედრო მოქმედებებს საინფორმაციო ომი სდევს თან. აზერბაიჯანის მხარის მტკიცება, რომ მთიანი ყარაბაღის სომხები სერიოზულ სამხედრო და ტერიტორიულ დანაკარგებს განიცდიან, რეალობას არ შეესაბამება სიმართლეს. მიუხედავად იმისა, რომ მარტაკერტის რაიონის ორი სოფლის – თალიშისა და მატაგისის მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა, ბაქოს განცხადება იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანის სამხედრო ძალებმა ეს ორი დასახლებული პუნქტი აიღეს, სიმართლეს არ შეესაბამება.
ფრონტის ხაზის მთელ პერიმეტრზე აზერბაიჯანის სამხედრო ძალებმა ზოგიერთ უბანზე მხოლოდ 100-250 მეტრის დაკავება შეძლეს. აქტიური დაბომბვების მიუხედავად, ერთი სამოქალაქო დასახლებული პუნქტის აღებაც კი ვერ შეძლეს. 4 აპრილის მონაცემებით, ლოკალური პოზიციური ბრძოლები 250 მეტრის ზომის ტერიტორიისთვის იმართებოდა.
4 დღის მანძილზე ყარაბაღისა და აზერბაიჯანის სამხედრო ძალების შეხების ზოლის მთელ პერიმეტრზე მიმდინარე ინტენსიური ბრძოლების მიმართ ადგილობრივი და საზღვარგარეთული მედიის ინტერესის გათვალისწინებით, მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტროში ექმნილია სპეციალური ოპერატიული ცენტრი, რომელიც ფრონტის ხაზზე არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
ყარაბაღის არმიის მონაცემებით, ოთხდღიანი სამხედრო მოქმედებების შედეგად აზერბაიჯანის მხარემ დაკარგა 18 ტანკი, 3 ჯავშანმანქანა, 1 საინჟინრო ტექნიკის 1 ერთეული, 2 ვერტმფრენი, 6 უპილოტო საფრენი მოწყობილობა და გრადის“ ტიპის ერთი დანადგარი. იმავე პერიოდში ყარაბაღის მხარემ 7 ტანკი დაკარგა.
შთაბეჭდილებები შემთხვევის ადგილიდან
აქ პირველი აპრილის შემდეგ აქ ვიმყოფები. შეხების ზოლის მეზობლად განლაგებულ ათობით დასახლებულ პუნქტს ვსტუმრობთ და შეგვიძლია დაბეჯითებით ვთქვათ, რომ მშვიდობიან მოქალაქეთა შორის პანიკა არ არის. სტეფანაკერტში ცხოვრება ჩვეულ კალაპოტში მიდის. რთული მდგომარეობა შეიქმნა მთიანი ყარაბაღის სიდიდით მეორე ქალაქ მარტაკერტში, რომელიც ინტენსიური დაბომბვის ქვეშაა. აზერბაიჯანული მხარე ამ ქალაქის მიმართ გამუდმებით ისვრის, მათ შორის „გრადის“ მოწყობილობებიდანაც – იმიტომ რომ ეს ქალაქი შეხების ზოლის სიახლოვეს მდებარეობს.
3 აპრილს მარდაკერტში 3-4 საათი გავატარე და ამ დროის მანძილზე სულ ცოტა 30 ჭურვი ჩამოვარდა. მარტაკერტის მოსახლეობის ევაკუაცია არ დაწყებულა – დაბომბვის დაწყებისას მოქალქეები ბუნკერებში იმალებიან.
4 აპრილის საღამოს მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დავიდ ბაბაიანმა განაცხადა, რომ თუკი აზერბაიჯანი სტეფანაკერტისა და მთიანი სხვა მსხვილი ქალაქების დაბომბვას დაიწყებს, საბრძოლო მოქმედებები „აზერბაიჯანის ტერიტორიის სიღრმეში“ გადაინაცვლებს. მამანდე კი აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა ყველა ტიპის ჯარს (მ.შ. სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებს) უბრძანა, აზერბაიჯანის სამხედრო ძალების ხელთ არსებული მძიმე შეიარაღების გამოყენებით სტეფანაკერტისა და სხვა „ოკუპირებული დასახლებული პუნქტების“ მისამართით გამანადგურებელი დარტყმის განხორციელებისათვის ყოფილიყვნენ მზად.
სერიოზული საერთაშორისო (მ.შ. დიპლომატიური) ჩარევის გარეშე შეხების ზოლში სამხედრო მოქმედებების შეწყვეტაზე საუბარიც კი ზედმეტია. როგორც სტეფანაკერტის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობა აცხადებს, ყარაბაღის არმია წარმატებით იგერიებს აზერბაიჯანული მხარის შემოტევებს და, ხანგრძლივ პერსპექტივაში, ახალი იერიშებისთვის მზად არის.
სტეფანაკერტში აღნიშნავენ, რომ სამხედრო მოქმედებების შეწყვეტისათვის აუცილებელია, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ თავისი მოწინავე დანაყოფები იმ პოზიციებზე დააბრუნეს, რომელზეც აღნიშნული შენაერთები პირველი აპრილის პირველი იერიშის დაწყებამდე იმყოფებოდნენ. სხვა შემთხვევაში ყარაბაღის არმია საკითხს ძალისმიერი მეთოდით გადაწყვეტს.
რატომ მოხდა ეს ახლა?
შეხების ზოლში სამხედრო მოქმედებების დაწყება საერთაშორისო საზოგადოებისთვის ალბათ მოულოდნელი იყო, მაგრამ მთიანი ყარაბაღის ხელმძღვანელობისა და მოსახლეობისათვის სიურპრიზს არ წარმოადგენდა.
1991-1994 წლებში აზერბაიჯანი დამარცხდა და ბოლო წლებში სომხეთსა და მთიან ყარაბაღს შეიარაღებაში ეჯიბრებოდა. ბუნებრივია, რომ ეს შეიარაღება ბოლოს უნდა გამოეყენებინათ.
მაგრამ რატომ მაინცდამაინც ახლა? შეიძლება დავასახელოთ რამდენიმე მიზეზი იმისა, თუ რატომ გაამწვავა სიტუაცია აზერბაიჯანმა.
მთიანი ყარაბაღის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობა უპრეცენდენტო ესკალაციის რამდენიმე მიზეზს გამოყოფს.
პირველ რიგში ესაა აზერბაიჯანში არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობა. ამ ქვეყნის ხელმძღვანელობა ცდილობს, საკუთარი საზოგადოების ყურადღება ქვეყანაში შექმნილი ეკონონმიკური მდგომარეობიდან გადაიტანოს და თავის გარშემო საზოგადოებრივი მოსაზრების მობილიზება მოახდინოს.
სტეფანაკერტში თვლიან, რომ უპრეცენდენტო სამხედრო ესკალაციის სურვილი და ნება თურქეთს – აზერბაიჯანის ნომერ პირველ მოკავშირესა და პარტნიორს აქვს.
ყარაბაღში არ ეთანხმებიან დასავლურ პრესაში გავრცელებულ აზრს, რომ შექმნილი მდგომარეობა ხელს აძლევს რუსეთს, რომელსაც 1990 წელს დასახული გეგმის შესრულება სურს. ეს გეგმა მთიან ყარაბაღსა და აზერბაიჯანს შორის რუსი სამშვიდობოების განლაგებას გულისხმობს. მსგავსი ტიპის სამშვიდობო ჯარები რუსეთმა 1994 წელს აფხაზეთში განათავსა.
მთიან ყარაბაღში კიდევ ერთ შესაძლო მიზეზს ახსენებენ – უპრეცენდენტო დაძაბულობით აზერბაიჯანი ცდილობს, გააუქმოს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების შეთავაზება, რომელიც შეხების ზოლში მომხდარი ინციდენტების გამოძიების ეფექტური მექანიზმის შექმნას გულისხმობს. ბოლო წლებში აზერბაიჯანი თანმიმდევრულად უკეთებდა იგნორირებას ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების გამუდმებულ მოწოდებებს მოწინავე ხაზიდან სნაიპერების მოშორებასთან დაკავშირებით.
ვინ არის დაინტერესებული ახალ ომის დაწყებაში?
მთიან ყარაბაღში დაბეჯითებით აღნიშნავენ, რომ შეხების ზოლში სიტუაციის გამწვავებისა და ახალი ომის დაწყების სურვილი აქვს აზერბაიჯანს, იმიტომ რომ ეს ქვეყანა დამარცხდა და რევანში სწყურია. არსებობს რამდენიმე მიზეზი, რომელთა გამოც აზერბაიჯანმა არ დაიწყო ომი ბოლო 20 წლის მანძილზე. ამ მიზეზებს შორის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მოლაპარაკებებს. რაც უფრო მეტად რწმუნდება აზერბაიჯანი, რომ მოლაპარაკებების გზით კონფლიქტის მოგვარების მისთვის სასურველ ვარიანტს ვერ მიაღწევს, მით უფრო მეტად იზრდება ახალი ომის დაწყების საფრთხე.
ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში, პირველ რიგში, აზერბაიჯანია დაინტერესებული, იმიტომ რომ სტატუსკვო სომხურ მხარისთვის უფრო მისაღებია. გამომდინარე იქედან, რომ მოლაპარაკებების პროცესი ჩიხში შევიდა, ბაქო ცდილობს, ყარაბაღის კონფლიქტის მიმართ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება იარაღის საშუალებით მიაპყროს.
ამას გარდა, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ხშირი დარღვევით ბაქო ცდილობს, აიძულოს სომხური მხარე, მოლაპარაკებების მაგიდასთან დათმობებზე წავიდეს. დღევანდელი დაძაბულობის ერთ-ერთ მიზეზად ეს გარემოებაც შეიძლება, ჩაითვალოს.
ფოტო გარეკანზე: Photolur
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, ტერმინები და პოზიცია მთლიანად ავტორს ეკუთვნის და, შესაძლოა, რედაქციის აზრს არ ემთხვეოდეს.
გაოქვეყნდა: 07.04.2016